Saturday, May 7, 2011

ქართულ ხელნაწერთა კოლექციები.
















ქართული ხელნაწერები გაბნეულია საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

საქართველოში: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (თბილისში), ცენტრალური საისტორიო არქივი (თბ.), ქუთაისის ისტორიული მუზეუმი, ახალციხის ისტორიული მუზეუმი, გორის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სხვა ქალაქების მხარეთმცოდნეობის მუზეუმები.
საზღვარგარეთ: ათონის მთის ქართველთა მონასტერი (ივერონი) იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკა, სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერი, პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის მუზეუმი, გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (ავსტრიაში), ვატიკანის ბიბლიოთეკა, პარიზის ნაციონალური მუზეუმი, და სხვ.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თავმოყრილია ხელნაწერთა ის კოლექციები, რომლებიც შეაგროვეს საეკლესიო მუზეუმმა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, და ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამ. აქვეა ხელნაწერთა ინსტიტუტის ახალი ფონდი, რომელიც დროდადრო ივსება ახლად მოპოვებული ხელნაწერებით.

საეკლესიო მუზეუმი დაარსდა XIX ს-ის მიწურულში საქართველოს საეგზარქოსოში. ამ მუზეუმში თავი მოუყარეს საეკლესიო სიწმინდეებს და სიძველეებს., მათ შორის ხელნაწერებს. ამ მუზეუმის ხელნაწერთა კოლექცია მოგვიანებით გადაეცა საქართველოს ისტორიულ მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას ( 1921- 1966) , შემდეგ კი - კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს. (1966 წლიდან).

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დაარსდა 1879 წელს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივთ. (დიმიტრი ბაქრაზე, იაკობ გოგებაშვილი, კიკო ცხვედაძე, დიმიტრი ყიფიანი და სხვ.). საზოგადოების პირველი თავმჯდომარე იყო დიმიტრი ყიფიანი, მის მოადგილედ - ილია ჭავჭავაძე. საგანმანათლებლო მუშაობასთან ერთად საზოგადოება ბევრს ღწვოდა ეკლესია-მონასტრებიდან ქაეთულ ხელნაწერთა შეკრებაზე. ასე შედგა ძვირფას ხელნაწერთა მდიდარი ფონდი. ეს კოლექცია მოგვიანებით გადაეცა საქართველოს ისტორიულ მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას (1921-1966), შემდეგ კი - კ კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს (1966 წლიდან).

საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება დაარსდა 1907 წელს თბილისში ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით., ისტორიის მოყვარულთა წრის ბაზაზე. საზოგადოებამ დააარსა მუზეუმი, სადაც თავი მოუყარეს მნიშვნელოვან ექსპონატებს, მათშორის ძველ ხელნაწერებს. 1922 წელს საზოგადოებას სათავეში ჩაუდგა ივ. ჯავახიშვილი. საზოგადოების მიერ შეგროვილი ხელნაწერთა კოლექცია დადაეცა საქართველოს ისტორიულ მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას (1921-1966), შემდეგ კი - კ კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს (1966 წლიდან).

No comments:

Post a Comment