სინას მთა მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით, სინის ნახევარკუნძულის სამხრეთსექტორში. სინის მთაზე მდებარე წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტერი საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა ქართველი ბერების სამყოფელსა და მოღვაწეობის ადგილს და ძველი ქართული მწერლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზღვაეგარეთულ კერას. ეკატერინეს მონასტერი სინას მთაზე დაარსებულია IV საუკუნეში. აქ უძველესი დროიდან ბერძნებთან, სირიელებთან, ქრისტიან არაბებთან ერთად მოღვაწეობდნენ ქართველებიც.
ქართული მძლავრი კოლონიის
დაარსება აქ IX ს-ში იწყება. ქართველმა ბერებმა იქ მძლავრი სამწიგნობრო კერა შექმნეს. სინის მთაზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ქართველი მწიგნობრები, ჰიმნოგრაფები, კალიგრაფები, წიგნთა დამზადების ოსტატები (იოანე მინჩხი, იოანე ზოსიმე, იოანე კუმურდოელი, მიქაელ კათამონელი, კვირიკე მიძნაძორელი, ეზრა
ქობულიანისძე და სხვ.). სინის
მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში დაცულია ბიზანტიური ხელოვნების უდიდესი კოლექცია მონასტერში შექმნილი უძველესი ქრისტიანული ხატებისა. ბოლო ხანებში ეკატერინეს მონასტერში გაჩენილმა ხანძარმადა კედლის ჩამონგრევამ გამოავლინა უცნობი წიგნსაცავი, რომელშიც სხვა ხელნაწერებთან ერთად აღმოჩნდა 40-მდე უცნობი ქართული ხელნაწერი და მრავალი ფრაგმენტი. ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლებმა სამჯერადი მივლინების შედეგად შეისწავლეს და აღწერეს ახალი კოლექცია, რომელიც გამოიცა ბერძნულ ინგლისურ და ქართულ ენებზე.

No comments:
Post a Comment