ლერწმის, ფოლადისა და ფრთის კალმებს მხოლოდ ხელის დაჭერით არც არც ჭილზე და მით უმეტეს ეტრატზე და ქაღალდზე ასოების მტკიცედ აღბეჭდვა არ შეეძლოთ: თუ კალმის წვერი რომელიმე საღებავში ჩაწობილი - ”ამონაწობი” არ იყო, მისი მოსმის კვალი ან ოდნავ, ან სრულებით არ ჩანდა. ამიტომ კალმის შემოღებისთანავე საღებავის მიღებას მიჰყვეს ხელი და მისით დაიწყეს წერა.
რაკი საწერი მასალა ჩვეულებრივ თეთრი ან მოყვითალო იყო, საღებავი შავი ან წითელი იხმარებოდა ხოლმე. ჩვეულებრივ საღბავად შავი იყო მიღებული, ჭითელსა და მწვანეს კი განსაკუთრებულ შემთხვევებში მოიხსენიებდნენ ხოლმე.
ეგვიპტეში წერისათვის ორივე საღებავს ხმარობდნენ ხოლმე. ეგვიპტეში აღმოჩენილი ჭილები ცხადყოფენ, რომ ეგვიპტელები დახელოვნებულნი ყოფილან შავი საღებავის მიღებაში. ვერც ათასწლეულებმა, ვერც სინოტიემ და ვერც მზის სხივებმა მათ ფერი ვერ შეუცვალა. როგორც ეტყობა, შავი საღებავი წყლის, ჭვარტლისა და წებოსაგან კეთდებოდა, მაგრამ როგორ აკეთებდნენ მას, ცნობილი არ არის.
ეგვიპტეში წერა წითელი საღბავითაც უყვარდათ. ჭილებზე სათაურები წითლი ფერით არის ნაწერი. ეს ჩვეულება ბერძნებმა და რომაელებმაც შითვისეს. სწორედ აქედან წარმოსდგება თავებად დაყყოფის ლათინური სახელი - rubrica, რაც წითურსა ნიშნავს. რაკი შავი და წითელი საღებავი იყო წერისთვის საჭირო, საწერი იარაღის საცავს ორი პატარა სამელნე ქჰონდა ხოლმე. ქართულ თანამედროვე ენასა და მწერლობაში საწერ-საღბავის საზოგადო სახელად "მელანი" იხმარება.
No comments:
Post a Comment