Saturday, June 11, 2011

საწერი იარაღი

საწერი იარაღი რათქმაუნდა საწერი მასალის თვისებებზე იყო დამოკიდებული, საამისომ მკვრივი ნივთიერება იყო ნახმარი თუ ნაზი და რბილი. ამას გარდა თვით საწერი მასალისთვისაც საწერი იარაღი დროთა განმავლობაში რამდენჯერმე გამოიცვალა.

მაგარ მასალაზე გამოყვანილი წარწერები ორნაირად იყვნენ შესრულებულნი, ან ”შთაწერილი”,  ”ამოჭრილი” ასოებით, როდესაც ასოთა მოხაზულობა ჩაღრმავებითა და ამოჭრით იყო გამოყვანილი, ანდა პირიქით, ასოების მოყვანილობა წარწერის ეზოზე უფრო ამაღლებული იყო და ”გამოქანდაკებით იყო გამოყვანილი.

რკინის და სხვა მაგარ მასალაზე ”შთაწერისათვის” არსებობდა განსაკუთრებული იარაღი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ”ფრჩხილი ადამანტისაი” ან რკინისა.

მას შემდეგ, რაც საწერ ნივთად ქვის, ლითონის ან ცვილის მაგიერ ჭილის ფურცლები ა ტყავი, ან ეტრატი შემოიღეს, ძველი საწერელით მუშაობა უკვე შეუძლებელი იყო. ჭილი და ტყავი იმდენად ნაზი ნივთუერებაა, რომ ასოების ამოკაწვრით, ამოჭრით თუ ჩაჭდევით გამოყვანა შეუძლებელი იყო. ამიტომ საწერ იარაღად ლერწმის კალამი შემოვიდა. რადგან ქართული ეტრატის ძეგლები V-VI ს.ს. დროიდან გვაქვს შენახული, ლერწმის საწერი იარაღი საქართველოში ამ დროს და უფრო ადრეც უნდა ყოფილიყო.

”საწერელთან” ერთად კალამი იხმარებოდა. მეათე საუკუნეში უკვე სხვა იარაღით წერა ვეღარც კი წარმოედგინათ.

კალამი თავდაპირველად ლერწმისგან გაკეთბულ საწერ იარაღს ნიშნავდა, მაშჳნაც კი, როცა უკვე მას სხვა ნივთიერებისგან აკეთებდნენ. კალმის გამოჭრა მოგვიანებით ფრინველის, განსაკუთრებუით კი ბატის ფრთისგან დაიწყეს.

No comments:

Post a Comment