ლერწმის, ფოლადისა და ფრთის კალმებს მხოლოდ ხელის დაჭერით არც არც ჭილზე და მით უმეტეს ეტრატზე და ქაღალდზე ასოების მტკიცედ აღბეჭდვა არ შეეძლოთ: თუ კალმის წვერი რომელიმე საღებავში ჩაწობილი - ”ამონაწობი” არ იყო, მისი მოსმის კვალი ან ოდნავ, ან სრულებით არ ჩანდა. ამიტომ კალმის შემოღებისთანავე საღებავის მიღებას მიჰყვეს ხელი და მისით დაიწყეს წერა.
რაკი საწერი მასალა ჩვეულებრივ თეთრი ან მოყვითალო იყო, საღებავი შავი ან წითელი იხმარებოდა ხოლმე. ჩვეულებრივ საღბავად შავი იყო მიღებული, ჭითელსა და მწვანეს კი განსაკუთრებულ შემთხვევებში მოიხსენიებდნენ ხოლმე.
ეგვიპტეში წერისათვის ორივე საღებავს ხმარობდნენ ხოლმე. ეგვიპტეში აღმოჩენილი ჭილები ცხადყოფენ, რომ ეგვიპტელები დახელოვნებულნი ყოფილან შავი საღებავის მიღებაში. ვერც ათასწლეულებმა, ვერც სინოტიემ და ვერც მზის სხივებმა მათ ფერი ვერ შეუცვალა. როგორც ეტყობა, შავი საღებავი წყლის, ჭვარტლისა და წებოსაგან კეთდებოდა, მაგრამ როგორ აკეთებდნენ მას, ცნობილი არ არის.
ეგვიპტეში წერა წითელი საღბავითაც უყვარდათ. ჭილებზე სათაურები წითლი ფერით არის ნაწერი. ეს ჩვეულება ბერძნებმა და რომაელებმაც შითვისეს. სწორედ აქედან წარმოსდგება თავებად დაყყოფის ლათინური სახელი - rubrica, რაც წითურსა ნიშნავს. რაკი შავი და წითელი საღებავი იყო წერისთვის საჭირო, საწერი იარაღის საცავს ორი პატარა სამელნე ქჰონდა ხოლმე. ქართულ თანამედროვე ენასა და მწერლობაში საწერ-საღბავის საზოგადო სახელად "მელანი" იხმარება.
ხელნაწერი წიგნი
Saturday, June 11, 2011
საწერი იარაღი
საწერი იარაღი რათქმაუნდა საწერი მასალის თვისებებზე იყო დამოკიდებული, საამისომ მკვრივი ნივთიერება იყო ნახმარი თუ ნაზი და რბილი. ამას გარდა თვით საწერი მასალისთვისაც საწერი იარაღი დროთა განმავლობაში რამდენჯერმე გამოიცვალა.
მაგარ მასალაზე გამოყვანილი წარწერები ორნაირად იყვნენ შესრულებულნი, ან ”შთაწერილი”, ”ამოჭრილი” ასოებით, როდესაც ასოთა მოხაზულობა ჩაღრმავებითა და ამოჭრით იყო გამოყვანილი, ანდა პირიქით, ასოების მოყვანილობა წარწერის ეზოზე უფრო ამაღლებული იყო და ”გამოქანდაკებით იყო გამოყვანილი.
რკინის და სხვა მაგარ მასალაზე ”შთაწერისათვის” არსებობდა განსაკუთრებული იარაღი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ”ფრჩხილი ადამანტისაი” ან რკინისა.
მას შემდეგ, რაც საწერ ნივთად ქვის, ლითონის ან ცვილის მაგიერ ჭილის ფურცლები ა ტყავი, ან ეტრატი შემოიღეს, ძველი საწერელით მუშაობა უკვე შეუძლებელი იყო. ჭილი და ტყავი იმდენად ნაზი ნივთუერებაა, რომ ასოების ამოკაწვრით, ამოჭრით თუ ჩაჭდევით გამოყვანა შეუძლებელი იყო. ამიტომ საწერ იარაღად ლერწმის კალამი შემოვიდა. რადგან ქართული ეტრატის ძეგლები V-VI ს.ს. დროიდან გვაქვს შენახული, ლერწმის საწერი იარაღი საქართველოში ამ დროს და უფრო ადრეც უნდა ყოფილიყო.
”საწერელთან” ერთად კალამი იხმარებოდა. მეათე საუკუნეში უკვე სხვა იარაღით წერა ვეღარც კი წარმოედგინათ.
კალამი თავდაპირველად ლერწმისგან გაკეთბულ საწერ იარაღს ნიშნავდა, მაშჳნაც კი, როცა უკვე მას სხვა ნივთიერებისგან აკეთებდნენ. კალმის გამოჭრა მოგვიანებით ფრინველის, განსაკუთრებუით კი ბატის ფრთისგან დაიწყეს.

Saturday, June 4, 2011
საწერი მასალა
მწერლობის ძეგლებისათვის სხვადასხვა დროს სხვადასხვა მასალა იხმარებოდა ხოლმე: ჯერ ქვა, ლითონი, ძვალი და საზოგადოდ მაგარი, შედარებით მძიმე და ხშირად ძნელად შესაძრავი ნივთიერება იყო მიღებული, შემდეგ თხელი და მსუბუქი მასალა შემოვიდა. ადამიანის ნააზრევის მაგარ ნივთიერებაზე აღბეჭდვა , რასაკვირველია, სულ სხვანაირ იარაღსაც მოითხოვდა. ვიდრე შემდეგდროინდელ თხელ მასალაზე დასაწერად იყო საჭირო.
წარწერები, როგორც ებრაელთა საღმრთო წერილის ერთ-ერთ წიგნშიაც არის აღნიშნული, ქვასა, ლითონზე ან სხვა მკვრივ ნივთიერებაძე იყო ხოლმე გამოყვანილი. თუ თვით კედლის ან შენობის ქვაზე არ იყო მოთავსებული, მაშინ საგანგებოდ დამზადებულ ქვებზე აჭრევინებდნენ ხოლმე, საამისოდ კეთდებოდა ხოლმე "ფიცარნი ქვისანი"
მაგრამ ქვის ფიცრებს გარდა განათლებული კაცობრიობის სამწიგნობრო ხელოვნებას სხვაგვარი საწერი მასალაც უხმარია, მაგალითად ხის ფიცრებიც. რომში ძველად ხის ფიცრებზე უწერიათ და რომაული კანონმდებლობის უძველესი ძეგლები, მათ შორის განთქმული "თორმეტი ფიცრის კანონები" ხის ფიცრებზეა ნაწერი თუ ამოჭრილი. ლიტონი, დაუმუშავებელი ფივრის გარდა ძველ საბერძნეთსა და რომის სახელმწიფოებში საწერ მასალად ჩვილგადაკრული ხის ფიცრებიც იყო ძალიან გავრცელებული. ეგვიპტელებს, როგორც ეტყობა ამგვარი მასალა არ უხმარიათ საწერად. ამგვარფიცრებს ლათინურად cerae, tabulae ceratae, tabulae cerussatae-ს უწოდებდნენ, რაც ქართულად ნიშნავს - ცვილნი, ფიცარნი ცვილოანნი.
ცვილოან დაფებს ის დიდი უპირატესობა ჰქონდა, რომ ნაწერის წაშლა და ხელახლად დაწერა ადვილად შეიძლებოდა. ამიტომ ის შავად დაწერისათვის ძალიან კარგი იყო და სწორედ ამისთვის ხმარობდნენ. მაგრამ ამის გარდა ცვილოვან დაფებზე ანგარიშები და საბუთებიც იწერებოდა. საწერ იარაღად წვეტიანი მკვრივი ნივთიერება იხმარებოდა. 1786 და 1788 წელს ნაპოვნი იქნა ქ. შ. - მდე 131-167 წ.წ. დაწერილი ტექსტის შემცველი 25 ამგვარი ცვილოანი დაფები, რომლებიც ამჟამად ბუდაპეშტის მუზეუმში ინახება, შემდეგ, 1875-1876 წ.წ. კიდევ 130 ცალი ამნაირივე დაფა ქ. შ. - მდე 15-62 წ.წ. შესრულებული ნაწერითურთ პომპეიშიც აღმოჩნდა. ეს ცვილოანი დაფები ჩვეულებრივ ორი, სამი და უფრო მეტი ფიცრების კრებულადაა აკინძული. იგი უფრო ხშირად სამი დაფის შემცველია ხოლმე, რომელთაგან პირველი და უკანასკნელი დაფის გარეგანი მხარე უცვილოა, ცხადია იმიტომ, რომ აქ ნაწერი ხელის ხლებით დაზიანდებოდა, ხოლო პირველი და მესამე დაფის შიგნითი მხარე და მეორეს ორთავე გვერდი ცვილით არის მოფენილი და ნაწერს შეიცავს ხოლმე, ორი კი დაუწერელია და გარეკანის მსგავსად არის. ბერძნულად ორი დაფის შემცველ შეკვრებს diptycha ანუ ორკეცი ეწოდებოდა, სამი დაფისას triptycha ანუ სამკეცი და რამდენიმე დაფისას polyptycha - მრავალკეცი. ამ სიტყვების შესატყვისებად ქართველები სავარაუდოდ "ორკარედს", "სამკარედს", "მრავალკარედს" იყენებდნენ.
ცვილოანი დაფები კარედები, ორკარედები და მრავალკარედები საფრანგეთსა და გერმანიაში XIII-XIV ს-შიც იხმარებოდა ანგარიშებისა და სხვადასხვა მიზნებისათვის. სხვათაშორის შენახულია XV ს-ის გერმანელი მოწაფეების სასკოლო სავარჯიშო სამუშაოს შემცველი ცვილოანი დაფებიც. ამგვარი ძეგლები პარიზისა, ჟენავისა, ფლორენციისა და გერმანიის მუზეუმებშია.
ხმარობდნენ თუ არა აღმოსავლეთში ხის ფიცრებსა და ცვილოან დაფა- კარედებს, ჯერ გამოსარკვევია. არაბთა სახალიფოში მხოლოდ ერთი, ისიც დაზიანებული ხის ფიცარია ნაპოვნი, რომლის ერთ გვერდზე მელნით არის დაწერილი, მეორე გვერდზე კი ნაწერი ამოფხანილია. ძეგლთა ასეთი სიმცირისდა მიუხედავად მაინც საფიქრებელია, რომ ცვილოანი თუ უცვილო კარედი დაფების საწერ მასალად გამოყენება აღმოსავლეთშიაც უნდა სცოდნოდათ.
უხსოვარი დროიდან ეგვიპტელები საწერ მასალად პაპირუსის გულიდან თხლად და სიგრძეზე ათლილ ნივთიერებას ხმარობდნენ. ქართველები მას ჭილს უწოდებდნენ. ჭილს ანუ პაპირუსს ასე აკეთებდნენ: ჯერ ღეროს წყალში ალბობდნენ და არჩევდნენ ხოლმე, შემდეგ მწვანე კანს მცენარეს შუაგულამდე აცლიდნენ, ხოლო ამის შემდგომ მცენარის შუაგულს ბასრი მჭრელი დანით თითის სიგანე თხელ ზოლებად სიგრძეზე ჩამოაფცქვნიდნენ ხოლმე. ასეთ ჩამონათალ ზოლებს სველ ფიცარზე ერთმანეთის გვერდით სიგანეზე დაალაგებდნენ და ერთგვარი წებოთი ერთმანეთზე მიაკრავდნე, ზემოდან კი განდაგან დალაგებულ და მიწებოებულ ჭილის ზოლებს დაალაგებდნენ ხოლმე. შემდეგ ამგვარად დამზადებულ ფურცლებს ტკეპნიდნენ, ასწორწბდნენ და აშრობდნენ.
ჭილს საწერ მასალად არაბებიც ხმარობდნენ, მაგრამ პაპირუსზე დაწერილ ძეგლთა დიდი ნაწილი განადგურდა. უძველესი არაბულ ჭილზე ნაწერი საბუთები VII ს-ის მეორე ნახევრისაა. იყო თუ არა საქართველოში ჭილი მიღებული საწერ მასალად ჯერ გამორკვეული არ არის. ჩვენამდე მხოლოდ ორმა ჭილზე ნაწერმა ქართულმა ძეგლმა მოაღწია. ორივე მათგანი შერეულიეტრატ-ჭილის ფურცლებისგანაა შეკინძული და IX საუკუნისაა. ორივე მათგანი საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში არის დაცული.
საქართველოში ძველად ყველა სხვა საწერ მასალაზე უფრო ტყავი ყოფილა მიღებული. ტყავს უძველეს დროიდანვე ხმარობდნენ აღმოსავლეთში. საწერ წტრატს ცხვრის, კრავის, თხისა და ხბოს ტყავისგან აკეთებდნენ. ტყავს საწერ მასალად ისე აკეთებდნენ, რომ ჯერ მას ბალნის მოსაცლელად, კირნარევ წყალში ჩასდებდნენ, შემდეგ ბასრი იარაღით ბალანს მოაშორებდნენ, და ტყავის ზედაპირს სრულიად მოსასუფთავებლად ისევ კირის წყალში ჩადებდნენ ხოლმე. მერე ამ ტყავს გაიმავდნენ, გააშრობდნენ და გალიპავდნენ, სულ ბოლოს კი წერისათვის შესამზადებლად ცარცს, კირს წაუცხებდნენ ხოლმე. რაკი ტყავის გარეთა მხარე, ზედაპირი ბალნის ნაალაგევის წყალობით უფრო მუქი იყო, ამიტომ დამუშავების შემდგომაც ზედაპირი ყვითელი გამოდიოდა., ქვედა პირი კი თეთრი. ამის გამო ამ ქვედაპირს ალბუმს (album) , თეთრს ეძახდნენ.
ტერმინი ეტრატის სადაურობა გამოსარკვევია. სულხან-საბა ორბელიანისმიხედვით ეს სიტყვა განიმარტება როგორც " ქაღალდი ტყავისა"
უძველესი აქამდე ცნობილი ქართული ხელნაწერები V-VI ს.ს. სახარებისა და სასულიერო მწერლობის სხვა ძეგლები ეტრარზეა დაწერილი. XI- XII ს.ს. - ებამდე ეტრატს ქართულ სამწიგნობრო ხელოვნებაში მეტოქე არ უჩანს და ყველა ხელნაწერი ეტრატზეა შესრულებული.
რასაკვირველია ეტრატი საქართველოში მარტო უცხოეთიდან მოტანილი საქონელი კი არ იქნებოდა, არამედ ცხადია ეტრატიია გაკეთება საქართველოში უნდა სცოდნოდათ.
მაგრამ ეტრატსაც შემდგომში თავისი მეტოქე და მტერი გაუჩნდა. ამგვარ მეტოქედ სამწიგნობრო ხელოვნებაში ქაღალდი გამოვიდა. ქაღალდი ევროპელებმა აღმოსავლეთისაგან მიიღეს პირველად და მისი გაკეთებაც მათგან ისწავლეს. ქაღალდი პირველად ჩინეთში იქნა შემოღებული. ჩინური მემატიანის გადმოცემით ქაღალდი 105 წ. ქ. შ. - მდე ერთ მოხელე წაი-ლუნ-ს მოუგონია.
ჩინეთში სხვადასხვაგვარ ქაღალდს ამზადებდნენ, მადრამ ამ ხელობას საიდუმლოდ ინახავდნენ. 751 წ. ქ. შ. - მდე არაბებს ერთი ჩინელი ჩაუვარდათ ტყვედ ხელში, რომელსაც ქაღალდის გაკეთება სცოდნია და არაბებისთვის მანამდე სასტიკად დაცული ჩინური საიდუმლო გაუმხელია.
არაბთა უზარმაზარ საბრძანებელში ისეთი მასალა, რომელსაც ჩინელები ქაღალდის გასაკეთებლად ხმარობდნენ არ მოიძებნებოდა და ამის გამო არაბებმა ქაღალდის გაკეთება ტილოს ნაგლეჯებისა და ძონძებისაგან დაიწყეს. ამან ქაღალდის ღირებულება უაღრესად გააიაფა. დროთა განმავლობაში ქაღალდის გაკეთების ტექნიკა უმჯობესდებოდა, დაიწჭეს უკეთესი წებოს ხმარება, ამან არაბულ ქაღალდს ჩინურთან შედარებით მეტი სიმტკიცე მიანიჭა. ქაღლდი ეტრატს მხოლოდ გამძლეობით ჩამოუვარდებოდა.
ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია მთელ ევროპას მოედო. გაჩნდა ქაღალდის ქარხნები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და სხვადასხვა ზომის და ხარისხის ქაღალდს ამზადებდნენ. XIV ს-დან მოყოლებული ქაღალდი ევროპაში ისე გავრცელდა რომ ეტრატს უკვე კონკურენციის გაწევა აღარ შეეძლო.
სავარაუდოდ საქართველოში ქაღალდი XI ს-დან შემოვიდა. "ვეფხისტყაოსანში" სიტყვა ქაღალდი უკვე გვხვდება.

"ჰე, ჩემო ესე უსტარი არს ჩემგან ნამოღვაწები,
ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველთა ამონაწები,
მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები"
Saturday, May 7, 2011
მიქაელ მოდრეკილის იადგარი
მიქაელ მოდრეკილის იადგარი X ს-ის ვრცელი ტიპი მეხური იადგარისა, რომლის უნიკალური ხელნაწერი, X ს ქართული წიგნის ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია.
სინური მრავალთავი
სინური მრავალთავი - პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერია, გადაწერილი 864 წელს იერუსალიმში, საბაწმიდის ლავრაში. სინური ეწოდა იმიტომ, რომ გადაწერისთანავე სინის მთას შესწირეს და ამჟამადაც იქაა დაცული, წმ. ეკატერინეს მონასტერში. შეიცავს წმინდა მამათა ქადაგებებს საუფლო დღესასწაულებზე. ხელნაწერს ერთვის გადამწერის, მაკარი ლეთეთელის ანდერძი. ტექსტი გამოქვეყნებულია ცალკე წიგნად, აკ. შანიძის რედაქციით.
ივერთა მონასტერი ათონზე
ივერთა მონასტერი ათონზე - ძველი ქართული სულიერი კულთურისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი კერა საბერძნეთში ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე. მისი დაარსება დაკავშირებულია იოანე მთაწმინდელისა და თორნიკე ერისთავის სახელებთან. ივერთა მონასტრის მშენებლობა 980-983 წლებში მიმდინარეობდა. მისი პირველი წინამძღვარი იყო იოანე. იოანესა და თორნიკეს დიდი მეცადინეობით 985 წლისთვის ივირონი უკვე სავსებით ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი იყო. ათონზე მოღვაწე ქართველებმა საყოველთაი პატივისცემა და აცტორიტეტი მოიპოვეს. ივირონის სამწერლობო საქმიანობამ უღრმესი კვალი დააჩნია მთელი შუა საუკუნეების ქართულ კულტურას. მონასტრის დამაარსებლებმა დიდი ინტერესი განოიჩინეს ბიზანტიური ლიტერატურისადმი და დაიწყეს ზრუნვა ეროვნული წერილობითი კულტურის ბერძნულიდან ახალი თარგმანებით გამდიდრებაზე. იოანემ ამ სამუშაოში თავისი ვაჟი - ეფთვიმეც ჩააბა. მათი დაკვეთით მუშაობდა აქ ქართველ მწიგნობართა მოზრდილი კგუფი, არაერთი ძვირფასი ხელნაწერი დამზადდა და გადაიწერა. იოანეს გარდაცვალების შემდეგ 14 წლის განმავლობაში ივირონს წინამძღვრობდა ეფთვიმე მთაწმინდელი. ეფთვიმე ძირითადად თარგმნიდა ისეთძეგლებს, რომელსაც ქართული მწერლობა არ იცნობდა. იგი თარგმნიდა არა მხოლოდ ბერძნულიდან ქართულად, არამედ ქართულიდან ბერძნულადაც.
ივირონი იოანესა და ეფთვიმეს გარდაცვალების შემდეგაც გამოირჩეოდა, როგორც მძლავრი კულტურული კერა. აქ გრძელდებოდა კულტურული საქმიანობა, რომელშიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა გიორგი მთაწმინდელი.
ივერთა მონასტრის არსებიბის II პერიოდში ბერძნებმა მონასტრის შევიწროება დაიწყეს. ათონის ქართველებს იმის დასაბუთება დასჭირდათ, რომ მონასტერი მათი საკუთრება იყო. ამის მიუხედავად ბერძენთა იერიშები უფრო საშიში შეიქნა და ნელ-ნელა ივერთა მონასტერი ბერძენთა ხელში გადადიოდა. 1259 წელს იგი ჯვაროსნებმა დაარბიეს. 1304 წელს თურქები შემოესივნენ, 1306 წელს კატალონელები, 1308 წელს - არაბები. უფრო მეტად გამწვავდა ურთიერთობა ბერძნებსა და ქართველებს შორის. მონასტერში ქართველთა რიცხვმა იკლო, მომრავლდნენ ბერძენი მონაზვნები. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა - კალისტე პირველმა დააკმაყოფილა ბერძენთა მოთხოვნები და უგულებელყო ქართველთა უფლებები მონასტერზე.ქართველებს აეკრძალათ მონასტერში პასუხსაგები თანამდებობების დაკავება, მაგრამ ქართველები კალისტეს აკრძალვის შემდეგაც ჩანან მომდევნო საუკუნეებში წინამძღვრებად.
ათონელი ქართველები საქართველოს მეფეებს სთხოვდნენ შემწეობას. XV-XVI საუკუნეებში, მართლაც დაეხმარნენ მათ სამცხის ათაბაგები ყვარყვარე II (1451-1498) და მზეჩაბუკი (1500-1575). ივერთა მონასტერმა ერთხანს ამოისუნთქა, მოღვაწეთა რიცხვი გაიზარდა. XVI საუკუნის დასასრულიდან ათონის მონასტრებს მზრუნველობს რუსეთის საერო თუ სასულიერო ხელისუფლება.
XIX ს-ში ქართველთა მდგომარეობა ათონზე გაუარესდა. მას შემდეგ, რაც ივერთა მონასტერმა ქართველ მეფეთა სახით დაკარგა მფარველები, ხოლო ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა, ათონის ქართული მონასტერი და ქართველი მონაზვნები ძალზე შეავიწროვეს ბერძნებმა. განდევნეს ქართველები და მთლიანად დაეპატრონნენ მონასტერს. ისინი უარს ამბობდნენ ქართველ პილიგრიმთა მიღებაზე. ამ პერიოდში მონასტერს ეწვია ვახტანგ ბარკალაია, რომელმაც მონასტრის ახლოს ააშენა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა ახალი სავანე, და შემოიკრიბა ქართველები.
ბერძნებმა ქართველთა ტაძრის მისაკუთრება არ იკმარეს, დაიწყეს მონასტერში ქართული კვალის განადგურება, წარხოცეს ქართული წარწერები.
XIX ს-ის 80-იან წლებში დიდი ინტერესი გაჩნდა ივირონის წიგნსაცავის მიმართ. 1931 წელს ათონის ხელნაწერთა კოლექცია გაიცნო ამერიკელმა ქართველოლოგმა რობერტ ბლეიკმადა გამოაქვეყნა მისი აღწერილობა. 1977 წელს ათონზე იყვნენ ქართველი რეჟისორი გურამ პატარაია და პროფ. ალ. ალექსიძე. ათონის მთის ქართული ხელნაწერების მიკროფილმების პირები, გადაღებული 1977 წლის ექსპედიციის დროს, დაცულია საქ. მეცნ. აკადემიის ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხელნაწერთა ინსტიტუტში.

სინას მთა
სინას მთა მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით, სინის ნახევარკუნძულის სამხრეთსექტორში. სინის მთაზე მდებარე წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტერი საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა ქართველი ბერების სამყოფელსა და მოღვაწეობის ადგილს და ძველი ქართული მწერლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზღვაეგარეთულ კერას. ეკატერინეს მონასტერი სინას მთაზე დაარსებულია IV საუკუნეში. აქ უძველესი დროიდან ბერძნებთან, სირიელებთან, ქრისტიან არაბებთან ერთად მოღვაწეობდნენ ქართველებიც.
ქართული მძლავრი კოლონიის
დაარსება აქ IX ს-ში იწყება. ქართველმა ბერებმა იქ მძლავრი სამწიგნობრო კერა შექმნეს. სინის მთაზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ქართველი მწიგნობრები, ჰიმნოგრაფები, კალიგრაფები, წიგნთა დამზადების ოსტატები (იოანე მინჩხი, იოანე ზოსიმე, იოანე კუმურდოელი, მიქაელ კათამონელი, კვირიკე მიძნაძორელი, ეზრა
ქობულიანისძე და სხვ.). სინის
მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში დაცულია ბიზანტიური ხელოვნების უდიდესი კოლექცია მონასტერში შექმნილი უძველესი ქრისტიანული ხატებისა. ბოლო ხანებში ეკატერინეს მონასტერში გაჩენილმა ხანძარმადა კედლის ჩამონგრევამ გამოავლინა უცნობი წიგნსაცავი, რომელშიც სხვა ხელნაწერებთან ერთად აღმოჩნდა 40-მდე უცნობი ქართული ხელნაწერი და მრავალი ფრაგმენტი. ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლებმა სამჯერადი მივლინების შედეგად შეისწავლეს და აღწერეს ახალი კოლექცია, რომელიც გამოიცა ბერძნულ ინგლისურ და ქართულ ენებზე.

Subscribe to:
Posts (Atom)